არმაზ ახვლედიანი – “ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ბნელი გეგმის ნაწილია”

არმაზ ახვლედიანი - "ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ბნელი გეგმის  ნაწილია"„თუ ვინმე ახლა მეტყვის, რომ იქნებ დანაშაულია, იქნებ ჯერ გამოიძიოს პროკურატურამ და მერე დაადგინოს სასამართლომ…ვისმა პროკურატურამ? რომელმა სასამართლომ? ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ? და ჩვენ ამას დავიჯერებთ? რა თქმა უნდა არა! ამიტომ, ცალსახაა რომ ეს დაპატიმრებაც და ყველაფერი, რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში დაწყებული რუსთავი ორიდან და ანაკლიის პორტის, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმით და ისიც, რაც ხვალ და ზეგ გველოდება და გველოდება უარესი, პირდაპირ გეტყვით ეს არის ივანიშვილის ბნელი გეგმის ოპნენტების განადგიურების შემადგენელი ნაწილი”-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხის შეფასებისას.