ამერიკელ მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპსტეინს მოწმეების მოსყიდვასაც აბრალებენ

ამერიკელ მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპსტეინს მოწმეების მოსყიდვასაც აბრალებენამერიკელ მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპსტეინს, რომელსაც არასრულწლოვნებით სექსუალური ვაჭრობა ედება ბრალად, პროკურატურა მოწმეების მოსყიდვაშიც ადანაშაულებს.

გამოძიების ცნობით, 66 წლის ეპსტეინმა გასულ წელს ორ ადამიანს, რომლებსაც მის წინააღმდეგ შეეძლოთ ჩვენების მიცემა, 350 ათასი დოლარი გადაუხადა. ფინანსისტი სასამართლოს წინაშე ხვალ უნდა წარდგეს.

ბრალდების თანახმად, ეპსტეინი 2002-დან 2005 წლამდე პერიოდში 18 წლამდე გოგონებს ფულს უხდიდა, რომ მათ მანჰეტენისა და ფლორიდის სახლებში სექსუალური მომსახურება გაეწიათ.

ანალოგიური ბრალდებით ჯეფრი ეპსტეინი 2007 წელსაც დააკავეს. მაშინ მას საპროცესო გარიგების დადებაში მაიამის პროკურორი ალექს აკოსტა დაეხმარა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრის პოსტი ეკავა. სკანდალის გამო აკოსტა თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.

რუსთავი 2