იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სია სასამართლოს შიგნით „კლანის“ არსებობას ადასტურებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შედგენილ სიასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ სწორედ 20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ იხელთა მომენტი და 50 კაცამდე დაავიწროვა კონკურსანტთა სია. ამ სიის მიმართ,
როგორც სახალხო დამცველმა მიანიშნა, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები. ჩემი აზრით, ეს სია ადასტურებს სასამართლოს შიგნით „კლანის“ არსებობას. როდესაც მესამე
კლასელებივით ერთმანეთისგან გადაწერილი ბიულეტენები გვაქვს, ეს გვაძლევს საშუალებას, მივმართო საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს კენჭი უყაროს და ლეგიტიმურობა მიანიჭოს ამ სტილით შედგენილ სიას, ეს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ჩვენს უზენაეს სასამართლოს“, – განაცხდა დოლიძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137- კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესს ჩანიშნავს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად 20- კაციანი სია გადაეგზავნება.

