ანტონიო კონტე: ”ლუკაკუს ყიდვა ინტერისთვის აუცილებელია”

ანტონიო კონტე: ”ლუკაკუს ყიდვა ინტერისთვის აუცილებელია”ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ მისი ყიდვა ინტერის მთავარი პრიორიტეტია. კონტეს თქმით მას ლუკაკუს ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ის ჩელსის მწვრთნელი იყო:

”ლუკაკუს მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და ვფიქრობ ის ინტერში ჩემს ახალ სქემას იდეალურად მოერგება. მისი სტილის ფორვარდი ძალიან გვჭირდება”. მანჩესტერ იუნაიტედი ლუკაკუს ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს, ხოლო ინტერი ცდილობს რომ ფორვარდში 75 მილიონი გადაიხადოს.