დავით ბერძენიშვილის ვაჟი – ”ოცმა პოლიციელმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანა”

დავით ბერძენიშვილის ვაჟი - ”ოცმა პოლიციელმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანა”ორი აქცია რუსთაველის გამზირზე – ერთმანეთის პირისპირ ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის მონაწილეები და ლევან ვასაძის მეთაურობით სახალხო ლეგიონის წევრები დგანან.
რამდენიმე წუთის წინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დააკავეს, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი დავით ბერძენიშვილის შვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილია. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ლევან ვასაძის ლეგიონის რუსთაველზე დგომა ხელისუფლების მიზანიმართული პროვოკაციაა. მისი თქმით, ეს აქტივისტები მას აგონებს იმ რაზმებს, რომელიც 2003 წელს ედურად შევარდნაძეს ასლან აბაშიძემ დაახმარა.

„ზუკა რამდენიმე მეგობართან ერთად იყო აქციაზე, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად. პოლიციას დაუკავებია, კადრები არსებობსო. პოლიცია ამბობს, არ დაგვიკავებიაო. გასაგებია, რომ ეს მარში, რომელიც თითქოს ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგოდ მობილიზდნენ სინამდვილეში გადმოამისამართეს, ესენი ასრულებენ ხელისუფლების მოთხოვნას და ეს არის პირდაპირ სახელისუფლებლო ექსტრემისტული ჯგუფი. მე მახსოვს, შევარდნაძეს აბაშიძემ რომ გამოუგზავნა ასეთი რაზმები, ასე იდგნენ ყვითელი ავტობუსების უკან და ვინ როგორ დაამთავრა ესეც ვიცით,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მოგვიანებით ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, ის დაკავებული არ ყოფილა და პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა. ის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეა. დავით ბერძენიშვილის შვილი ამბობს, რომ კონტრაქციის წარმომადგენლებთან ერთადერთი თხოვნით მივიდა, რომ ერთად გაეპროტესტებინათ რუსული ოკუპაცია, რა დროსაც ის პოლიციელებმა გაიტაცეს.

„როდესაც ყველანაირი გამოსვლა მათ დაამთავრეს, აქციაზე მათ გააჟღერეს, რომ არიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენ ჩავრთეთ მიკროფონი და ამ ადამიანებს მოვუწოდეთ რომ თუ თქვენ თვლით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვკონცენტრირდეთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენი აქციაც ამას ეხება და ერთად ვისკანდიროთ საქართველო. ამაზე მოვარდა 20 პოლიციელი, მითხრეს რომ მე ვარ პროვოკატორი და მითხრეს, რომ დამეტოვებინა ტერიტორია. რაზეც მე ვუთხარი რომ კრემლის სპეცრაზმიც რომ მივიდეს ჩემი ნებით არ დავტოვებ მეთქი და მათაც არ დამაყენეს. ოცმა ადამიანმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანეს. მთელი გზა მიმეორებდნენ, რომ თვითონ არ არიან ჩემს მიმართ მტრულად განწყობილები. მეც ვუმეორებდი, რომ ის, ვინც დღეს მათი უფროსია, არის ამ ქვეყნის მტერი,“-განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ ვასაძე და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების დაკვეთით ცდილობენ ჩაახშონ მათი ხმა.

„არასოდეს გახარია, არასოდეს არ დამთავრდება ანტისაოკუპაციო მოძრაობა საქართველოში და შენ გადადგები,“-განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.