აქციია მონაწილეები ივანიშვილის სახლთან მივიდნენ

აქციია მონაწილეები ივანიშვილის სახლთან მივიდნენსაპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე მივიდნენ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. შეკრებილებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გიორგი გახარია უნდა წავიდეს.

სამოქალქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიღლებიან და აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

აქციები უკვე მე-17 დღეა, 20 ივნისის სისხლიანი ღამის გასაპროტესტებლად და გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.

„მაქსიმალური ვადა, სადამდეც შეიძლება ეს გაგრძელდეს არის 2020 წელი. სანამ ერთი ადამიანი მაინც იდგება აქ, იქამდე არ დავიღლებით. გახარიას წასვლა არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რათა არც ერთმა მომავალმა ძალოვანმა მინისტრმა აღარ გაბედოს ის, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე.

რუსთავი 2