არიენ რობენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

არიენ რობენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება გააკეთა. რობენი უკვე 35 წლის არის და მისი აზრით დრო მოვიდა რომ მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს:

”ტრავმებმა ჩემზე გავლე იქონიეს და ვფიქრობ დროა რომ კარიერა დავასრულო. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, მაგრამ მივხვდი რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ამ წლების მანძილზე გვერდით მედგა”.

რობენმა კარიერის საუკეთესო ნაწილი მიუნხენის ბაიერნში გაატარა.