აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებსამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ჩამოყალიბდა იმ სანქციებზე, რომელთაც თურქეთს დაუწესებს რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო.

სანქციების შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მისივე ცნობით, წყაროები არ აკონკრეტებენ, რა სანქციაზეა საუბარი. ის ჯერ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც ცნობილია, თურქეთმა პარასკევიდან დაიწყო რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს „С-400“-ის კომპონენტების მიღება, რომელიც შეერთებული შტატების განცხადებით, საფრთხის ქვეშ აყენებს პენტაგონის ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამას გამანადგურებელ „F-35“-ს.

ცნობილია, რომ ამერიკამ არაერთგზის გააფრთხილა თურქეთი, რომ ეკონომიკურ სანქციებთან მოუწევს გამკლავება, თუკი რუსეთისგან აღნიშნულ სისტემას შეიძენდა.

იპნ