ბაჩუკი ქარდავა – “მხოლოდ მხდალი ხელისუფლება ხურავს მედიას და იჭერს ოპოზიციას”

ბაჩუკი ქარდავა - "მხოლოდ მხდალი ხელისუფლება ხურავს მედიას და იჭერს ოპოზიციას"“ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ივანიშვილის უძლეველობაზე მითი დასრულებულია, მხოლოდ მხდალი და შეშინებული ხელისუფლება ხურავს მედიას და იჭერს ოპოზიციას.

“მითი ბიძინას უძლეველობაზე დასრულებულია! ძლიერები არ იქცევიან ასე, მხოლოდ შეშინებული, მხდალი ხელისუფლება ხურავს მედიას და იჭერს ოპოზიციას. ივანიშვილი რეალურად ფართხალებს და იფართხალებს იმდენ ხანს, რამდენ დროსაც ჩვენ მივცემთ… უპირატესი სახელმწუფო ინტერესია, მაგრამ პუტინის უკანალში შემძვრალ ხელისუფლებას დიდი დრო არ შეიძლება მივცეთ, ეს რეჟიმი საბოლოოდ გაბახებულია. რატომ იქცევა ასე ივანიშვილი? – ეს ექსპერტებმა აანალიზონ. ჩვენ კი სხვა ფუნქცია გვაქვს, მაქსიმალური კონსოლიდაციით დავასრულოთ ქვეყნისთვის ეს სახიფათო პარანოიკი!” – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

ნიუპოსტი