ბაჩუკი ქარდავა – ”თბილისი პრაიდის დრო ახლა არ არის”

ბაჩუკი ქარდავა - ”თბილისი პრაიდის დრო ახლა არ არის”TBILISI PRIDE-ის ინფორმაციით, 8 ივლისს ,,ღირსების მარში” გაიმართება. დაანონესბულ აქციას ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდისთვის“ შერჩეული დრო, პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ცალსახად ცუდი შედეგის მომტანი იქნება ანტისაოკუპაციო პროტესტისთვის, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს.

„პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროს. ერთი და იგივე ქმედება თუ შესაბამის დროში არ ხორციელდება, შეიძლება იყოს შედეგში ცუდიც და კარგიც. ვფიქრობ, „თბილის პრაიდის“ მარშისთვის შერჩეული დრო, შედეგში ცალსახად ცუდი იქნება იმ გენერალური პროტესტისთვის, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. პოლიტიკოსებმა, იმის გათვალისწინებით დავთმეთ პირველი პოზიციები, საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდების სასარგებლოდ, და მხოლოდ ხელშეწყობის რეჟიმში ჩადგნენ, რომ სხვადასხვა აზრის და შეხედულებების ადამიანების კონსოლიდაციისთვის ხელი შეგვეწყო. ვთანხმდებით, რომ უფლებები უმცირესობას აქვს და უმრავლესობასაც, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ცხადზე ცხადია, რომ პრაიდის დრო ახლა არ არის. ამას ან პროვოკაციის სუნი ასდის, ან მომენტით სარგებლობის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პრაიდი პროვოკაციად იქნება გამოყენებული და მოწინააღმდეგის წისქვილზე დაასხამს წყალს, ის მისცემს საშუალებას, რუსულ პროვოკაციულ ძალებს, პარლამენტის წინ მიმდინარე გენერალური ბრძოლიდან ყურადღება იქნეს გადატანილი სხვა მიმართულებით, ამით აუცილებლად ისარგებლებს მხოლოდ ოლიგარქი“ – აცხადებს ედპ-ის ლიდერი.