ბალიზე 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დაზიანდა შენობები

ბალიზე მომხდარ 6-მაგნიტუდიან მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სასტუმრო ნუსა დუას შესასვლელი, რამდენიმე ნაგებობა და სკოლის შენობები დაზიანდა.

მიწისძვრა გამთენიისას ადგილობრივი დროით 08:18 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ნუსა დუადან სამხრეთ-დასავლეთით 83 კილომეტრის მოშორებით იყო.

მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის სხვა ნაწილებზეც იგრძნობოდა. ამ ეტაპზე ზარალს ითვლიან.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი