ბასილაშვილი გერმანიის ღია ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ბასილაშვილი გერმანიის ღია ჩემპიონატის ფინალში გავიდაჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ ზვერევს შეხვდა.მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი სეტი ქართველმა სპორტსმემა მოიგო (6-4), თუმცა შემდეგ სეტში ამავე ანგარიშით დამარცხდა.

განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მესამე სეტი, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ტაი-ბრეიქის მეშვეობით მეტოქე ანგარიშთ 7-5 დაამარცხა და ასპარეზობის ფინალში გავიდა.

ბასილაშვილის მეტოქე ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვისა და ესპანელი პაბლო კარერო ბუსტას შორის გამარჯვებული იქნება.