გუშინ გვიან ღამით, ბათუმში ზღვის სანაპიროზე 3 ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს.
დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალის განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
პირველი

