ბექა ბასილაია – “გადადგეს ჯალათი, რუსეთის პირსისხლიანი აგენტი გახარია”

ბექა ბასილაია - "გადადგეს ჯალათი, რუსეთის პირსისხლიანი აგენტი გახარია"შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, თბილისში მოქალაქეები შიმშილობას განაგრძობენ.
მომიტინგეები შიმშილობენ როგორც პარლამენტის წინ, ასევე შეკვეთილში.

ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ შიმშილს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ შს მინისტრი არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას .

„ამ ეტაპზე შიმშილობა მიმდინარეობს, როგორც პარლამენტის წინ, ასევე, შეკვეთილში. აქ დავრჩით ახლა ორნი იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა, საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი. შიმშილობის მეთორმეტე დღეა, მხნედ ვართ, ორგანიზმი მოგვყვება იმ გადაწყვეტილებაში, რასაც ჰქვია მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმით, მოვითხოვოთ გახარიას გადადგომას. გახარიასი, რომელიც არის ჯალათი, რომელიც არის რუსეთის პირსისხლიანი აგენტი და ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ერთში, კრემლის დღის წესრიგით მოქმედებს დღევანდელი პროკურატურა, დღევანდელი შსს, დღევანდელი მთავრობა,“ – განაცხადა ბასილაიამ.