”დაგვთვალეთ!”- პარლამენტის წინ აქცია დაიწყო

”დაგვთვალეთ!”- პარლამენტის წინ აქცია დაიწყოპროტესტის 31-ე დღე – ზუსტად ერთი თვის წინ, რუსთაველის გამზირზე, გავრილოვის ღამეს, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია, დამიზნებით ესროლა ახალგაზრდებს და დაასახიჩრა ისინი.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები ისევ აპროტესტებენ სისხლიან ღამეს და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. უკანასკნელი 1 თვეა გაბრაზებული მოქალაქეები პასუხისმგებელი პირების დაკავებას, პირველ რიგში კი გახარიას გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში ითხოვენ.

დღევანდელ აქციაზე ისინი ბანერებით მივიდნენ, რომლებზეც რიცხვებია გამოსახული – ეს სიმბოლური ნიშანია მათი სიმრავლისა და პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 200 კაცი დგას, ისიც ოპოზიციის მობილიზებული.

რუსთავი 2