ანტისაოკუპაციო აქციას „ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა ხუციშვილი ძმა უერთდება.
გია ხუციშვილი ამბობს, რომ მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება 20 ივნისის დარბევის შემდეგ მიიღო.
„რაც მოხდა 20 ივნისს, თვალები რომ დათხარეს პატარა ბავშვს, ვინმეს სჯერა რომ პატარა გოგო, მაგხელა შვილიშვილები მეყოლება, რომ გადატრიალებას აწყობდნენ, შიშველი ხელებით? ზაზა ხუციშვილის ძმა ვარ. ოცნებაში მეც ვიყავი, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავის აზრი აქვს. მთხოვა თავი შემეკავებინა, მაგრამ წინა დღეს ჩავაყენე „ოცნების“ წევრები საქმის კურსში, რომ აქციებზე დავდივარ და განცხადებას დაგიწერთო. არ შეიძლება იყო პარტიაში, რომლისაც არ გჯერა,“-ამბობს ხუციშვილი.
რუსთავი 2

