დღეს პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს, სიმბოლურად, საღამოს 20 საათსა და 20 წუთზე რუსთაველის გამზირზე ისევ მასშტაბური აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება – გადადგეს შს მინისტრი.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ უკვე 36 დღეა, საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

