დიდი შეტაკება ბრაზილიის ციხეში – 57 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, პარას შტატში, მუნიციპალიტეტ ალტამირას ციხეში ამბოხება მოხდა. პატიმრებმა ციხის ნაწილი დაიკავეს, ამბოხების შემდეგად 57 ადამიანია დაღუპული.

თავდაპირველად მათ ორი ზედამხედველი აიყვანეს მძევლად, თუმცა შემდეგ ისინი გაუშვეს.

უწესრიგობა დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. შეტაკება ნარკოტიკებით მოვაჭრე ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. პატიმრების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხუთავი აირით დაიხრჩო.

იპნ