დიმიტრი ცქიტიშვილი – “ზღაპრები, რასაც გვიყვებოდა ოქრუაშვილი, არანაირ კავშირში არ არის, „რუსთავი2“-ის საქმე დამთავრებულია“

დიმიტრი ცქიტიშვილი - "ზღაპრები, რასაც გვიყვებოდა ოქრუაშვილი, არანაირ კავშირში არ არის, „რუსთავი2“-ის საქმე დამთავრებულია“საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილი გამორიცხავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

„ის ზღაპრები, რასაც გვიყვებოდა ოქრუაშვილი, არანაირ კავშირში არ არის. „რუსთავი2“-ის საქმე დამთავრებულია და არანაირი გაგრძელება ამას არ აქვს. არანაირი პოლიტიკური დევნა ჩემთვის არ არსებობს. ამ შემთხვევაში არის გარკვეული დანაშაულის ნიშნები, რომელიც დაადგინა პროკურატურამ. წარუდგინა ბრალი. მე ვერ გეტყვით დეტალებზე, მტკიცებულებები რამდენად მყარია. ეს არის სასამართლოს მსჯელობის საგანი,“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილს იმდენად სურს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი პატიმრობაში დარჩეს, რომ მის წინააღმდეგ ყველა ინსტიტუციას იყენებს.

ნიუპოსტი