დვალი პროკურატურას – “დაკითხეთ ოქრუაშვილი!”

დვალი პროკურატურას - "დაკითხეთ ოქრუაშვილი!"„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოხდეს.

როგორც დავით დვალი აცხადებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია.

„მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“, – მიმართავს დავით დვალი პროკურატურას.

თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ მას ეკუთვნოდა და ხვალაც მისი იქნება.

იპნ

ირაკლი ოქრუაშვილი – “რუსთავი2” ჩემი საკუთრებაა, ვაპირებ 80% გადავუფორმო 10 მებრძოლ ჟურნალისტს და ისინი იდავებენ ხალვაშთან“