ერაყში თურქი დიპლომატი რესტორანში მოკლეს

ერაყში თურქი დიპლომატი რესტორანში მოკლესერაყში თურქი დიპლომატი მოკლეს. თავდასხმა ქალაქ ერბილში მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი რესტორანში გახსნეს, სადაც თურქეთის კონსულის მოადგილე თანმხლებ პირებთან ერთად სადილობდა.

გავრცელებული ცნობით, სროლის დროს დაიღუპა კიდევ ერთი მოქალაქეც, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით, უცნობია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დრომდე, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში ქურთი მებრძოლები მოქმედებენ. ანკარაში უკვე განაცხადეს, რომ დიპლომატის მკვლელობის გამო შურს იძიებენ.

რუსთავი 2