“ეს იყო ქონებრივი დავა, გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება, თქვენ შეგიძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთოთ”- აკაკი ზოიძე რ2-ის საქმეზე

"ეს იყო ქონებრივი დავა, გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება, თქვენ შეგიძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთოთ"- აკაკი ზოიძე რ2-ის საქმეზესტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე უმრავლესობის წევრების შეფასებები მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი, აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ “რუსთავი 2”-ში გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. მისი თქმით, ეს იყო ქონებრივი დავა. რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთონ.

„უხერხულია როდესაც ვმსჯელობთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. მით უმეტეს თქვენი, შეიძლება ასევე ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არაფერი გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მას სურს რომ “რუსთავი 2” კრიტიკულ მედიად დარჩეს. აკაკი ზოიძემ თემის კომენტირებისას განმარტა, რომ მისთვის “რუსთავი 2” მიუღებელი არასდროს ყოფილა.