გახარია დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა – “ასეთი რამ არ ყოფილა”

გახარია დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - "ასეთი რამ არ ყოფილა"შინაგან საქმეთა მინისტრის განცხაებამ შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. გიორგი გახარიამ გუშინ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს, როცა მომიტინგეები დაარბიეს ის სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტში იმყოფებოდა და განვითარებულ მოვლენებს სწორედ მათთან ერთად აკვირდებოდა.მინისტრის აღნიშნულ განცხადებაზე დღეს კომენტარის გაკეთება მოუწიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ნიუპოსტი