გია ხუხაშვილი – “რუსთავი 2-მა უნდა შექმნას ახალი ბრენდი… ხალვაშს დარჩება “მერსედესი” ძრავის გარეშე“

გია ხუხაშვილი - "რუსთავი 2-მა უნდა  შექმნას ახალი ბრენდი... ხალვაშს დარჩება “მერსედესი” ძრავის გარეშე“„რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ  მდგომარეობას ექსპერტი გაი ხუხაშვილი სოციალურ ქელსი ეხმაურება:

„სანამ ახალი ფრონტი გაიხსნება რუსთავი-2-ის საკითხთან დაკავშირებით, მინდა რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.
განვიხილოთ სცენარი, რომლითაც ტვ ქიბარ ხალვაშს გადაეცემა. რა მოხდება ამ შემთხვევაში?
ტელევიზიის ძირითადი აქტივი ამ ეპოქაში არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელსაც ჰყავს თავისი მომხმარებელი. მომხმარებელი არ არის მიბმული კონკრეტულ “ბრენდზე”, ის ყიდულობს გარკვეული მზარეულის დამზადებულ გარკვეულ პროდუქტს.
ბუნებრივია, რომ სასამართლო ამ ძირითადი აქტივის ბედს ვერ გადაწყვეტს. მისი გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ მატერიალურ და შეფუთვის რესურსს რომელიც რა თქმა უნდა რაღაც ფასი ღირს, მაგრამ არ არის ფუნქციონალური, როგორც მედია-საშუალება.ნიკა გვარამია – ”რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიცემას აპირებენ!”
ამ ეპოქაში, თუ ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი სიცოცხლისუნარიანია, მას პრაქტიკულად მეყსეულად შეუძლია გადავიდეს ახალ პლატფორმაზე და გონივრულ ვადაში შექმნას ახალი ბრენდი, მაგალითად რუსთავი-1. ხალვაშს დარჩება მატ.რესურსი, ალბათ ვიღაცას, არაკრიტიკულს გადაიბირებს კიდეც. ეყოლება “მერსედესი” ძრავის გარეშე. რომელშიც შეუძლია ჩაჯდეს, აპიპინოს, მაგრამ ვერ დაძრავს, თუ არ შეიძენს ახალ მერსედესის ძრავს, რაც მის შემთხვევაში პრობლემატურია. ალტერნატივაა ბუქსირზე ჩაუბას იმედს და ასე იაროს.
ამ გადაჯგუფების სისწრაფე ბუნებრივია დამოკიდებულია რესურსების მოზიდვაზე, რაც ამ ვითარებაში სრულიად შესაძლებელია. მათ შორის ფანდრაიზინგი გზავნილით “ხალხის ტელევიზია”. ამას შეიძლება მატერიალურად დიდი შედეგი არ ჰქონდეს, მაგრამ როგორც პრომო-აქცია საკმაოდ ეფექტური იქნება.
ასე რომ, ეს ისტორია ახლა იწყება და არა მთავრდება…
აქვე ვიტყვი, რომ ხალვაში აქტივებთან ერთად იბარებს პასივებსაც, ანუ რამდენიმე ათეულ მილიონიან ვალს. დღევანდელმა დამფუძნებლებმა ამ თანხის ნახევარიც კი რომ მიმართონ ახალი პლატფორმის შექმნაზე, შედეგი იქნება თვალსაჩინო“.