გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს.

უგულავას განცხადებით, ის გამოკითხვაზე იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ კი შს მინისტრს გამოკითხავენ.

“პერსონალურად ბატონო გახარია. მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში. გამოკითხვაზე შსსში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთანავე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ, თუნდაც ხვალ, მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ უზრუნველყოთ. მადლობა.
პ.ს. ტელეკომპანია პირველის კართან უწყისით ხელში დამხვდა კრიმპოლის თანამშრომელი ჩართული კამერით აგერ ათი წუთის წინ” – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.