დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა, გუბა სანიკიძემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ხელისუფლების კრახს დააჩქარებს.
“ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებითაა დაკავებული. დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ეს მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს, დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მარცხსა და კრახს. ისე ბიძინას მინდა ვუთხრა, რომ ეს მისი ძალიან სერიოზული შეცდომაა და აწი ელოდოს სურპრიზებს”, – განაცხადა სანიკიძემ.

