გურამ ფალავანდიშვილს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

გურამ ფალავანდიშვილს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადალევან ვასაძის თანამოაზრე, გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაშია მიცემული, სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. მას სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ტოგონიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ ფალავანდიშვილის მხრიდან წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ის სამართალდამრღვევად სცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე, ალექსანდრე ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე დაიკითხნენ. დაკითხულმა მოწმეებმა სხდომის მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ გურამ ფალავანდიშვილს სამართალდამცავებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია.

გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა 20 ივნისს დააკავეს. მას 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წერიგის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, გურამ ფალავანდიშვილთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, როდესაც ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იპნ