გურამიშვილზე მოკლული 2 მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

გურამიშვილზე მოკლული 2 მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენესგურამიშვილის გამზირის #78 კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-21 წლის ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები.

როგორც შემთხვევის ადგილზე ჰყვებიან, მათ ტყვია თავის არეში აქვთ ნასროლი. ამასთან, თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა არ გაუგიათ.

მკვლელობა გურამიშვილის ქუჩაზე, #78 საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე მოხდა. როგორც შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს ” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.