გურამიშვილზე მოკლული ბიჭები ძმები არიან – ახალი დეტალები

გურამიშვილზე მოკლული ბიჭები ძმები არიან - ახალი დეტალებითბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე “ნიუპოსტმა” დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო.

როგორც ირკვევა სასტიკი მკვლელობა მარჯანიშვილის 78 ნომერში მოხდა. მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი ძმები არიან.

თვითმხილველების თქმით ახალგაზრდებს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.
ცხედრები საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“ნიუპისტის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ წუთებში კი მისი იდენთიფიცირება მიმდინარეობს.

ნიუპოსტი