“გვანახონ წითელი ისრით მათივე კადრებში, სად დგას ის პოლიციელი, ვინც ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა”

"გვანახონ წითელი ისრით მათივე კადრებში, სად დგას ის პოლიციელი, ვინც ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა"ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, გურამ ჩალაღაშვილი “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის წინააღმდეგ ბრალდების მოწმეები მოქმედი სამართალდამცველები არიან.ჩალაგაშვილი ამბობს, რომ გახარიამ ჩვენებები საკუთარ თანმშრომლებს 20 ივნისიდან, ერთ თვესა და ოთხი დღის გასვლის შემდეგ მიაცემინა.

ოპოზიცია ოქრუაშვილის დაპატიმრებას “რუსთავი 2”-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

“ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა “შაბათის კურიერთან” ისაუბრა. მან კონკრეტული მტკიცებულებები გაასაჯაროა და მოყვა სიმართლე. ამის შემდეგ ისედაც აგონიაში მყოფი ხელისუფლება სრულ აგონიაში ჩავარდა და გადაწყვიტეს პოლიციელებისთვის ჩამოერთმიათ ჩვენებები და ამის საფუძველზე დაეჭირათ ოქრუაშვილი. გუშინ ტელევიზიით ვიხილეთ, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა აღიარა, რომ მას ჩვენება საერთოდ არ მიუცია. ერთ-ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ერთ მეტრში იდგა და გაიგო მოწოდება. თუმცა ჩვენ ყველანი ვხედავთ კადრებს. წითელი ისრის გამოყენება კარგად იცის ამ ხელისუფლებამ და მაშინ გვანახონ იგივე წითელი ისრით, მათივე კადრებში სად დგას ის პოლიციელი ვინც მისცა ჩვენება. დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერს გვანახებენ, რადგან ბრალდება არის სრულიად აფსურდული. ოქრუაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები ივანიშვილის პირადი მძევლები არიან”- თქვა ჩალაგაშვილმა.

ნიუპოსტი