იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდაიაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის კერა 375,8 კილომეტრის სიღრმეზე, ეპიცენტრი კი ქალაქ სინგუდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 144 კილომეტრში მდებარეობდა.

შესაძლო ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.