თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დიასახლისის სვეტა ამოევას, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხანდოლიშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს.
რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულების უმრავლესობამ გიორგი ხანდოლიშვილის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.ამის შემდეგ კი მოსამართლემ ხანდოლიშვილის სასჯელის ზომად 14 წელი შეუფარდა.
მსჯავრდებული გიორგი ხანდოლიშვილი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და 27 ნოემბრის სისხლიან ღამეს იხსენებს.
„სვეტა შემოვიდა ჩემთან და საწოლზე ჩამოჯდა. მითხრა, რომ ჩემთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება სურდა, რაზეც დავთანხმდი. მოგვიანებით ქალი აგრესიული გახდა. მარცხენა სათესლე ჯირკვალზე ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და ვთხოვე, ხელი გაეშვა, მაგრამ პასუხი არ გამცა და გააგრძელა მოჭერა. იძულებული გავხდი, მეცემა. ბრძოლისას ორივენი გადავვარდით იატაკზე. ამ დროს დავინახე თეთრტარიანი დანა, რომლითაც სვეტა თუთიყუშებს უჭრიდა ხილს. ასევე დავინახე, რომ მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი. ინსტინქტურად ჩავარტყი დანა ყელის არეში“,- ამბობს ხანდოლიშვილი.
შეგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის 27 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. 25 წლის მდგმურმა ბინის დიასახლისი ცივი იარაღით მოკლა. მოკლული 45 წლის სვეტლანა ამოევია.
როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული დედასთან ერთად გირაობდა სამოთახიან ბინაში ერთ ოთახს და დიასახლისიც მათთან ერთად ცხოვრობდა.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე გ.ხ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ. მათი ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ბრალდებულმა გ.ხ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.ა.-ს ყელისა და გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა 7 ჭრილობა, რის შედეგადაც ს.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სასტიკი მკვლელობა ვაჟა-ფშაველაზე – ჟურნალისტი, რომელიც მოკლულის მსხვერპლი გახდა

