ინტერს ედისონ კავანის ყიდვა სურს

ინტერს ედისონ კავანის ყიდვა სურსმილანის ინტერი კვლავ ეძებს ფორვარდს, რადგან ჯერჯერობით მათ რომელუ ლუკაკუს ყიდვა ვერ მოახერხეს. გარდა ამისა, ინტერი სავარაუდოდ თავის არგენტინელ ფორვარდს მაურო იკარდის გაყიდის, რადგან ხელმძღვანელობას მასთან კონფლიქი აქვს. ინტერის ახალი სამიზნე პსჟ-ს თავდამსხმელი ედისონ კავანია, რომელშიც მილანელები მზად არიან 50 მილიონი გადაიხადონ.

კავანის ასევე სურს იტალიაში დაბრუნება და მან ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე ისაუბრა კიდეც. პსჟ კავანიში მინიმუმ 70 მილიონს ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში მის გაყიდვას არ აპირებს.