ირაკლი ოქრუაშვილი – „19-ში მოვფრინავ, გრიგოლიჩ, თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „19-ში მოვფრინავ, გრიგოლიჩ, თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ“„როგორც იქნა ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევარდებით.

19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო.

28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარ-მეთქი. თუ რამე გინდოდათ მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს.

აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ“. – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.

”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც შსს-ს აცნობებს, ქვეყნის რამდენიმე დღით დატოვების შესახებ.

ირაკლი ოქრუაშვილი - „19-ში მოვფრინავ, გრიგოლიჩ, თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ“

”გრიგოლიჩ, ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს, გაიქცაო. შსს-ს ბეჭედია მაგ წერილზე, ტყვიავის კოლმეურნეობის კი არა”. – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.