ირაკლი ოქრუაშვილი – „დავიწყე ურთიერთობის დალაგება ივანიშვილთან, შუამავალი იყო უსუფაშვილი“

ირაკლი ოქრუაშვილი - „დავიწყე ურთიერთობის დალაგება ივანიშვილთან, შუამავალი იყო უსუფაშვილი“ირაკლი ოქრუაშვილმა იმ ჩვენებაზე ისაუბრა, რომელშიც ის აღიარებდა, რომ დვალსა და აქიმიძეს რუსთავი2-ის წილები ხელისუფლების ზეწოლით ჩამოერთვა და ის ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო. ოქრუაშვილის თქმით, ეს ჩვენება ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყო:

„სიადან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი, ე,ი პროკურატურამ მისცა.”- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

“მე დავიწყე ურთიერთობის გარკვევა და დალაგება ივანიშვილთან, რომ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მინიმუმ ხელი რომ არ შეეშალათ“- განაცხადა ოქრუაშვილმა, მისი თქმით მასსა და ივანიშვილს შორის შუამავალი იყო უსუფაშვილი.

ოქრუაშვილის თქმით, ივანიშვილისგან მას გადასცეს რომ შოთაძე დაუკავშირდებოდა და დეტალებზე დაელაპარაკებოდა. ოქრუაშვილის თქმით, იმ ჩვენების მიცემა, რომელიც ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა, სწორედ ამ გარიგების შედეგი იყო.