“თუ ვინმეს ფულზე კითხვა გაუჩნდება, უნდა გაუჩნდეს დვალისა და აქიმიძისგადახდილ 1.200.000 ათასზე. ხალვაშს მე ფული რამდენი ვასესხე, არავის საქმე არ არის გარდა ჩემი და ხალვაშისა” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “რეაქციაში”.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის აცხადებს, რომ 2010 წელს, მასსა და ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის მიერ არის ხელმოწერილი.
ირაკლი ოქრუაშვილი თქმით, “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.