ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის წილის და ქონების დაყადაღებას ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის წილის და ქონების დაყადაღებას ითხოვსირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ- თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შედის.

ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს.

სარჩელი ოქრუაშვილის ადვოკატს შეაქვს. ის ითხოვს რუსთავი 2-ის წილის დაყადაღებას.

ირაკლი ოქრუაშვილი რა დოკუმენტის საფუძველზე ითვლება რუსთავი 2-ის მეპატრონედ