ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა რომ მას ბარსელონაში სურს კარიერის დასრულება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ კატალონიური გუნდიდან არ წავიდეს:
”მომავალზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ბარსელონაში დიდი სიამოვნებით დავრჩები კარიერის ბოლომდე. ამ გუნდში ბედნიერი ვარ და წასვლა არ მინდა”. ზაფხულში ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ რომ რაკიტიჩი ბარსელონას დატოვებდა, რადგან კატალონიურმა გუნდმა მის ადგილას ფრენკი დე იონგი იყიდა.