ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ 2020 წლისთვის “ქართულ ოცნებას” უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული შეიქმნას კოალიციური მთავრობა. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებას” რიგ პოლიტიკურ პარტიებთან კოალიცია შექმნას.
“არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა, ამის ალბათობა არსებობს, “ნაციონალური მოძრაობის” გადა, ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან,” – თქვა ივანიშვილმა.
“პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში “ქართულმა ოცნებამ” გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი. ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

