საგანგებო თათბირი შუშის სასახლეში – კრიზისში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა ხერხით ცდილობს. “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დღეს, 14:00 საათზე შუშის სასახლეში ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, “ოცნების” იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი და შავი პიარის უცხოელი ექსპერტი მოშე გლუქჰარტი დაიბარა.
ივანიშვილის გარემოცვიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ებრაელ პიარ-ტექნოლოგს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების უახლოეს პერიოდში მოგვარება და გახარიასთვის პოსტის შენარჩუნების გარანტიები მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მოშე გლუქჰარტის სახელს უკავშირდება ის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს. მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში ოცნებამ ოპოზიციისა და რუსთაველზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დემორალიზების აქტიური კამპანია დაიწყოს.

