კაბუ – ”საფრანგეთის ციხეში პაატა ახალაძე ტუბერკულოზით მოკლეს”

კაბუ - ”საფრანგეთის ციხეში პაატა ახალაძე ტუბერკულოზით მოკლეს”ქუჩაში კოჭლ ძაღლს რომ პოულობენ, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ, საფრანგეთის ციხეში კი ბიჭი ტუბერკულიოზით მოკლეს.

ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა( კაბუ) „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, საფრანგეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთის ციხეში ბევრი მოქალაქეა ისეთი, ვინც ცუდ ყოფაშია და დახმარება სჭირდება.

„მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, თუნდაც ციხეში მყოფებს. ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, პასპორტი ხომ გვაქვს ქართული, ხალხო, იქ ძალიან ბევრი ხალხია, ვისაც უჭირს. მივიდნენ, იკითხონ.

ამ ბიჭს აღარაფერი ეშველება სამწუხაროდ, მაგრამ ვიღაცა იქნებ გადარჩეს. ციხეში არ აქცევდნენ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალიან ცუდად და საბოლოოდ, ეს ადამიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის წევრი, უახლოესი ადამიანი, ჩემი ძმაც იყო და ყველაფერი, გარდაიცვალა.

პაატა ახალაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც მოკლეს ტუბერკულიოზით. 21-ე საუკუნეში, ადამიანებო, 21-ე საუკუნეში ადამიანი გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.

დაუმტკიცეს კი არა, ხელში საერთოდ არაფერი ეჭირა. იყო აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. იქ ვინც სხედან, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ დავუმტკიცოთ ამ ხალხს, რომ სულ ტყუილად ვიჯექით და სულ ტყუილად ვზივართ და სულ ტყუილად გვაყენებენ შეურაცხყოფებს?! რამდენი ადამიანი უნდა დაგვხოცოთ.

აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას, ქუჩაში რომ პოულობენ კოჭლ ძაღლს, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულიოზით. ეს ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელი შევიდა ციხეში. ნერვიულობით დაემართა, იმიტომ რომ ცოლი დაუჭირეს, შვილები მარტო დაუტოვეს, ავადმყოფი მამა და დედა მარტო დაუტოვეს“, – განაცხადა კახა აბუაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, მოახერხა თუ არა აბუაშვილმა რესოციალიზება მას შემდეგ, რაც დატოვა საფრანგეთის ციხე, მან უპასუხა, რომ „დიდად რთული არ იყო შეგუება თავისუფლებასთან.“.

კაბუ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან არ უშვებენ.

შე­გახ­სე­ნებთ, კაბუ ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით საფ­რან­გეთ­ში 2018 წლის 18 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მა­შინ სპე­ცო­პე­რა­ცია ევ­რო­პის ორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ო 4 ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, მათ შო­რის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი.

ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის – კახა აბუ­აშ­ვი­ლი. იგი სას­ჯელს საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში იხ­დი­და.