კახა თარგამაძე – “გახარია არ უნდა გადადგეს… ის არაა ბარტყი, რომელიც ნაციონალებს უნდა გადაუგდო”

კახა თარგამაძე - "გახარია არ უნდა გადადგეს... ის არაა ბარტყი, რომელიც ნაციონალებს უნდა გადაუგდო"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, კახა თარგამაძემ, რომელიც ამ პოსტს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 1995-2001 წლებში იკავებდა ასავალ-დასავალთან ინტერვიუში მოქმედი შს მინისტრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, რადგამ ის „არ არის ბარტყი, რომელიც ნაციონალებს უნდა გადაუგდო“:
„გახარია არ უნდა გადადგეს. არ ვიცნობ და აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ ამას, გახარია არ არის ის ბარტყი, რომელიც ნაციონალებს უნდა გადაუგდო. ახლა რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს, მერე იცით, რას იტყვიან? ცოტა ჩაიჩოჩეთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ ახლა მაგ სკამზეო. ესენი არიან ფაშისტები, რომლებსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. აბა ერთი გაბედე და შეიჭერი რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში, ნახეთ, რას იზამენ. გამოყენებულ ძალას ყოველთვის მოსდევს მსხვერპლიც და უსიამოვნებაც. 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა.“- განაცხადა კახა თარგამაძემ.