ხატია დეკანოიძე – შსს-ს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ

ხატია დეკანოიძე - შსს-ს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენგაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

როგორც დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დევნას და რეპრესიებს განაგრძობს.

მისი თქმით, პარტიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და წვევამდელები დაუკავშირდნენ, რომლებმაც ზეწოლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

“ეს ადამიანები აიძულეს გუშინ მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მიეცათ ცრუ ჩვენება. აიძულებდნენ მიეცათ ყალბი ჩვენება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. მათ აჩვენეს ფოტო სურათები, რომელზეც გამოსახულნი იყვნენ, ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრები – ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ ეუბნებოდნენ და აიძულებდნენ, რომ სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ დაეწერათ და ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებაზე, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციაზე. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა გააგრძელოს პოლიკური რეპრესიები… ივანიშვილი ლაპარაკობს შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით და რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობა გმირებს და იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს,”- აცხადებს დეკანოიძე.