კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“უწყებიდან აცნობეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა 1.500 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 800 ლარი,”-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი