კოტე კემულარია – მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რას აკეთებს “ოცნების“ რეჟიმი საქართველოში

კოტე კემულარია - მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რას აკეთებს “ოცნების“ რეჟიმი საქართველოში“მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რას აკეთებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოში. დღეს “ქართული ოცნება“ იმ ოპოზიციური ძალის ლიდერს იჭერს, რომლის განცხადებების მმართველ პარტიას ყველაზე მეტად ეშინია. არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორიო ორგანიზაციებს, ელჩებს, ამერიკის დეპარტამენსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით“,- ამის შესახებ “2020NEWS“ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ნიშნით დაკავებული პატიმარია.

“რატომ დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი?! მან განცხადებები გააკეთა “რუსთავი2“ -ის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს საშუალებას ტელევიზია ჩააქროს. მან თქვა, რომ პროკურორი ირაკლი შოთაძე პირდაპირ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებდა. მისი დაკავება ოქრუაშვილის მიერ აღნიშნული განცხადებებს გაკეთებას უკავშირდება“,- განაცხადა კოტე კემულარიამ.

ცნობისთვის, გუშინ შსს-მ “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა.