კოტე კემულარია – “ოქრუაშვილის საქმეზე ივანიშვილმა მურუსიძე დაიბარა”

კოტე კემულარია - "ოქრუაშვილის საქმეზე ივანიშვილმა მურუსიძე დაიბარა"ხელისუფლების მთავარი სამიზნე ირაკლი ოქრუაშვილი აღმოჩნდა. საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. უტყუარი მტკიცებულები სასამართლოში არავის წარუდგენია, თუმცა ოქრუაშვილი და მასთან ერთად 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ყველა პირი, მაინც პატიმრობაში დატოვეს და წაყენებული ბრალის მიხედვით, მოსამართლემ შესაძლოა, ისინი 9 წლითაც ციხეში გაუშვას.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე კი სრულიად სხვა საბაბით, ოქრუაშვილის მძღოლი დაიჭირეს. უცხოეთში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს კი შეუთვალეს, საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო.

როგორც ოქრუაშვილის თანამოაზრეები აცხადებენ, მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტა, სწორედ „რუსთავი2“-ის საქმეა.

რა მოხდება მაშინ, თუ დადასტურდა, რომ ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ნამდვილად ქიბარ ხალვაში აწერს ხელს და შესაბამისად “რუსთავი2“ ოქრუაშვილის მტკიცებით მიხედვით, მის საკუთრებას წარმოადგენდა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კოტე კემულარია ამბობს, რომ ის ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თუ როგორ დაიბარა მოსამართლე მურუსიძე ივანიშვილმა შუშის სასახლეში და “რუსთავი2”-ის შესახებ ოქრუაშვილის დოკუმენტის სამართლებრივი საფუძვლები გამოკითხა.

თუ ოქრუაშვილის დოკუმენტი უტყუარია, მაშინ ტელევიზიის მფლობელი სწორედ ის გამოდის და არა ხალვაში. “რუსთავი 2”-ის საქმეში ხალვაშის ნომინალობას ადასტურებს “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2004 წელს ტელეკომპანიის წილების საეჭვო გარიგებების უშუალო მოწმე ჯარჯი აქიმიძე. რომელიც ამბობს, რომ მას მოლაპარაკებები მაშინდელ ხელისუფლებასთან ჰქონდა და ხალვაში პირველად ნოტარიუსთან ნახა.

8-თვიანი ლოდინის შემდეგ, ხალვაშმა საბოლოოდ ჩააბარა მისი ხელმოწერის ნიმუში ექსპერტიზის ბიუროში.

ამ გრაფოლოგიურმა დასკვნამ, რომლის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის საქმე თავდაყირა დააყენოს.

რუსთავი 2