კრიშტიანო რონალდუ: ”რეალიდან წასვლა იოლი არ იყო”

კრიშტიანო რონალდუ: ”რეალიდან წასვლა იოლი არ იყო”იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ პირველად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მან რეალი დატოვა. რონალდუს თქმით მისთვის იოლი არ იყო რეალიდან წასვლა, მაგრამ მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა:

”როდესაც რეალიდან წავედი, ამისი მიზეზები მქონდა და ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის არ იყო იოლი იმ ადგილის დატოვება, სადაც 9 წელი გავატარე. რეალში ბევრი რამ მოვიგე და ეს გუნდი არასოდეს დამავიწყდება. ახლა იუვენტუსში ვარ და შევეცდები რომ ამ გუნდს ტიტულების მოგებაში მაქსიმალურად დავეხმარო”.