კრიშტიანო რონალდუს ნეიმარის იუვენტუსში ხილვა სურს

კრიშტიანო რონალდუს ნეიმარის იუვენტუსში ხილვა სურსკრიშტიანო რონალდუს ნეიმართან ერთად თამაში სურს და შესაძლოა ეს ასეც მოხდეს, რადგან ნეიმარის იუვენტუსში ტრანსფერზე ბევრი საუბარი მიდის. რონალდუს თქმით ის და ნეიმარი ძალიან ძლიერ დუეტს შექმნიან. ნეიმარმა პსჟ-ს ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ პსჟ მის ტრანსფერში 300 მილიონს ითხოვს, ამიტომ შესაძლოა ნეიმარს მოუწიოს პარიზში დარჩენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის აგენტი ჩინეთში ჩაფრინდება, სადაც ამჟამად იუვენტუსი იმყოფება და მოლაპარაკებებს დაიწყებს.