ლანჩხუთთან მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა – 7 ადამიანი დაშავდა

ლანჩხუთთან მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა - 7 ადამიანი დაშავდათბილისი ბათუმის ავტომაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის აზერბაიჯანელი ტურისტები.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილს აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

გურიის მოამბე