ლევან მჭედლიძემ ემპოლი დატოვა

ლევან მჭედლიძემ ემპოლი დატოვაიტალიური ემპოლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ გუნდი დატოვა, რადგან მას კონტრაქტი ამოეწურა, ხოლო ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მჭედლიძე ემპოლიში 2010 წელს ჩაირიცხა და ამ გუნდში 163 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 20 გოლის გატანა შეძლო. ემპოლიში თამაშის დროს მჭედლიძე ტრავმებმა დატანჯა რის გამოც მას ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია.

ამ მიზეზით მან ვერ შეძლო თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა. ლევან მჭედლიძე სავარაუდოდ იტალიაში დარჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.